დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა „ალბათ უნდა მოემზადოს“ აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მიღებისთვის
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა „ალბათ უნდა მოემზადოს“ აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მიღებისთვის

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა „ალბათ უნდა მოემზადოს“ აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მიღებისთვის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – „უნდა მოემზადოს თუ არა უკრაინა აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მიღებისთვის?“ – დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ალბათ უნდა მოემზადოს, დიახ“.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია კომუნიკაცია, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ არ სურს რაიმე ისეთის თქმა, რაც ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს.

„დაახლოებით 500 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ბაიდენს ეს უნდა შეეჩერებინა“, – განაცხადა ტრამპმა.