დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს, ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადასცა.
„აქსიოსის“ ცნობით, ირანს სურს, მოლაპარაკებებზე ყუდარება ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის მიერ დაწესებულ საზღვაო ბლოკადაზე გაამახვილოს, ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან ბირთვულ სფეროში დათმობებს ითხოვს.
„მათ წინადადება შემომთავაზეს და მე უარი ვთქვი“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ირანს სურს, ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებელი გახსნა, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად „კატასტროფულ“ მდგომარეობაშია და შემოსავალს კარგავს.
„აქსიოსის“ ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს განუცხადეს, რომ ირანს სრუტეზე კონტროლი არ აქვს, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით მოთხოვნების წაყენების უფლებაც არ აქვს.