დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ჩინეთში სი ძინპინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ჩინეთში სი ძინპინს შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, მალე ჩინეთს ეწვიოს.

„პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მიმიწვია ჩინეთში და ჩვენ, სავარაუდოდ, ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ვიზიტი არც ისე შორეულ მომავალში იგეგმება.

ტრამპის თქმით, მან სხვა ქვეყნებისგანაც ბევრი მიწვევა მიიღო და მალე გადაწყვეტს, სად ჩავიდეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების გარემოცვა უკვე მუშაობს შეხვედრაზე, რაც შესაძლოა, დონალდ ტრამპის აზიაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მოხდეს.