დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თურქეთისთვის F-35-ებისა და იმ რეაქტიული ძრავების მიყიდვის საკითხს განიხილავს, რომელიც თურქეთს საკუთარი წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებისთვის სჭირდება

02:23, 25.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთისთვის F-35-ებისა და იმ რეაქტიული ძრავების მიყიდვის საკითხს განიხილავს, რომელიც თურქეთს საკუთარი წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებისთვის სჭირდება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, „გააკეთებს რაღაცას“, რაც თურქეთს გაახარებს.

„ვფიქრობ, კი, ასე იქნება. შეხედეთ, ის ნატო-ს წევრია. ზოგი ამას არ აღიარებს, მაგრამ სინამდვილეში ნატო-ს წევრია. ის ნატო-ს ძლიერი წევრია. დიახ, სავარაუდოდ, მოვიმოქმედებ რამეს, რაც მას ძალიან გააბედნიერებს,” – ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა აშშ თურქეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებას საბრძოლო თვითმფრინავებისა და მათი ძრავების საკითხზე.

რაც შეეხება ანკარაში დაგეგმილ სამიტს, დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ არა ის ფაქტი, რომ მას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობს, შესაძლოა, საერთოდ არც კი წასულიყო.

„ერდოღანმა დამირეკა და მითხრა: „გთხოვ, შეხვედრა თურქეთში ტარდება, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე. შეერთებული შტატები აქ უნდა იყოსო“. ასე რომ, იქ მხოლოდ პრეზიდენტ ერდოღანის პატივისცემის გამო მივდივარ”, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი