დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დღეს თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
„ის ელოდება ჩემს ზარს, როცა ამ შეხვედრას დავასრულებთ“, – თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, საუბრის დროს წამოჭრის სამმხრივი შეხვედრის იდეას ზელენსკის, პუტინსა და მას შორის.
„შეიძლება, გვქონდეს ან არ გვქონდეს სამმხრივი შეხვედრა. თუ სამმხრივი შეხვედრა არ მოხდება, მაშინ ომი გაგრძელდება, ხოლო თუ მოხდება, ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს, რომ შეიძლება, დავასრულოთ ეს“, – აღნიშნა ტრამპმა.