დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „სიენენის“ ხელმძღვანელად ილონ მასკის დანიშნვას მიესალმებოდა
აშშ-ის პრზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „სიენენის“ ხელმძღვანელად ილონ მასკის დანიშნვას მიესალმებოდა.
ამის შესახებ ტრამპმა ბლოგერ ბენი ჯონსონის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა „სიენენის“ წილის მფლობელ კორპორაცია „სქაი დენსში“ მილიარდი დოლარი ჩადო.
ტრამპის თქმით, მასკი „სიენეის“ ბევრად უფრო კარგი ხელმძღვანელი იქნებოდა, ვიდრე მისი ამჟამინდელი მმართველია.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მასკი კარგი ადამიანია და კარგ საქმეს აკეთებს.
„მე ის ნამდვილად უფრო მომწონს, ვიდრე ამჟამინდელი ხელმძღვანელი. მათ ჩაატარეს გამოკითხვა, რომ მე აბრაამ ლინკოლნზე ბევრად უკეთესი ვარ, ამიტომ ალბათ არ შემიძლია მათზე გავბრაზდე. თუმცა მასკი კარგი ადამიანია, კარგ საქმეს აკეთებს“, — განაცხადა ტრამპმა.