დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინთან შეხვედრისას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სხვადასხვა შეთანხმება იქნება მიღწეული

10:29, 19.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი ურთიერთობა აქვს და მომავალ კვირას თეთრ სახლში მასთან „ძალიან კარგ შეხვედრას“ გამართავს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზი ჯერ ღია არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ღონისძიებას 2000-მდე სტუმარი დაესწრებოდა, ახლა კი , ტრამპის თქმით, მხოლოდ პატარა ოთახია ხელმისაწვდომი, სადაც დაახლოებით 125 ადამიანი თავსდება.

„პირდაპირ შეგიძლიათ გითხრათ, რომ ათასობით ადამიანს სურდა ამ ვახშამზე ყოფნა. ბევრ ახლო მეგობარს ვუთხარი – უბრალოდ ვერ ჩამოხვალთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შესაძლო შეთანხმებების შესახებ დასმულ კითხვაზე ტრამპმა განაცხადა, რომ სხვადასხვა შეთანხმება იქნება მიღწეული და შეხვედრები „საკმაოდ მნიშვნელოვანი“ იქნება. ტრამპმა ასევე გაიხსენა სავაჭრო ტარიფების საკითხი . მისი თქმით, ეს „ზედმეტად ზიანის მომტანი“ იყო ჩინეთისთვის და შემდგომ შეამცირა.

მსგავსი