დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინსა და ნარენდრა მოდის განსაკუთრებულ პატივს სცემს
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა მსოფლიო ლიდერებზე, რომელთაც ყველაზე მეტად აფასებს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, განსაკუთრებულ პატივს სცემს სი ძინპინსა და ნარენდრა მოდის.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღარ მონაწილეობს „დიდი რვიანის“ ფორმატში, რომელიც რუსეთის გარიცხვის შემდეგ დიდ შვიდეულად გარდაიქმნა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ისრაელთან ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ მისი როლი ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი იყო. ტრამპის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ზოგჯერ საჭიროა ამის გონივრულ ჩარჩოებში შენარჩუნება.