დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინი აშშ-ს, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ეწვევა

22:37, 06.07.2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი აშშ-ს, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, სი ძინპინი, შესაძლოა, 24 სექტემბერს ჩავიდეს აშშ-ში, რაც ემთხვევა ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის თარიღს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი სი აქ სექტემბრის ბოლოს, დაახლოებით 24 რიცხვში ჩამოვა. ჩვენ გვჭირდება დიდი საბანკეტო დარბაზი, რათა ათასობით ადამიანი დავატიოთ, ვისაც მისი ნახვა სურს. ყველას სურს მისი ნახვა“, – განაცხადა ტრამპმა.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ ტრამპი, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 22 სექტემბერს უნდა გამოვიდეს, ტრადიციულად რამდენიმე დღით დარჩება ნიუ იორკში სხვა მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრების გასამართად.

სი ძინპინმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში პრეზიდენტის რანგში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ მიიღო. ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს ბოლოს მიმდინარე წლის მაისში პეკინში გამართული სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

მსგავსი