დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს დახმარება შეუწყვიტოს, მიზეზად კი აშშ-ირანის კონფლიქტის დროს ალიანსის წევრების მხრიდან არასაკმარის მხარდაჭერას ასახელებს

13:17, 23.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს დახმარება შეუწყვიტოს, ამის მიზეზად კი აშშ-ირანის კონფლიქტის დროს ალიანსის წევრების მხრიდან არასაკმარის მხარდაჭერას ასახელებს.

თეთრი სახლის ლიდერმა ამის შესახებ ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ვაშინგტონი ევროპის ქვეყნების რუსეთისგან დასაცავად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს.

„ჩვენ ნატო-ს საოცარი წევრი ვიყავით. ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ ევროპის დასაცავად. შემდეგ კი, როდესაც შეიძლება დახმარება გვჭირდებოდა წვრილმანებში, მათ განაცხადეს, „არა, ჩვენ არ გვინდა დახმარება“. ეს სულელური განცხადებაა, რადგან ჩვენც შეგვეძლო იგივე გვეთქვა მათთვის და შესაძლოა, ასეც მოვიქცეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე დაასახელა გაერთიანებული სამეფო, იტალია და გერმანია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც „შეერთებულ შტატებს ცუდად მოეპყრნენ“.

მსგავსი