დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სადაზვერვო სამსახურმა ავღანეთში რუსეთის მიერ ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობების შესაძლო დაკვეთაზე მტკიცებულებები ვერ მოიძია და ამიტომ ამის შესახებ აღარ აცნობეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სადაზვერვო სამსახურმა ავღანეთში რუსეთის მიერ ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობების შესაძლო დაკვეთაზე მტკიცებულებები ვერ მოიძია და ამიტომ ამის შესახებ აღარ აცნობეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სადაზვერვო სამსახურმა ავღანეთში რუსეთის მიერ ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობების შესაძლო დაკვეთაზე მტკიცებულებები ვერ მოიძია და ამიტომ ეს ინფორმაცია პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს აღარ მიაწოდეს.

„სადაზვერვო სამსახურმა ახლახანს მაცნობა, რომ მათ ამ ინფორმაციის მტკიცებულებები ვერ მოიძიეს და შესაბამისად, ამის შესახებ არც მე და არც ვიცე-პრეზიდენტს არ აცნობეს. შესაძლოა, ეს კიდევ ერთი რუსული შეთქმულების თეორია ან „ნიუ იორკ თაიმსის“ ფეიკნიუსების მიერ რესპუბლიკელების ცუდად წარმოჩენის მცდელობა იყოს“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

დონალდ ტრამპის ტვიტი „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხება, სადაც ნათქვამია, რომ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდირებისთვის რუსეთი ფულად ჯილდოებს აწესებდა. სტატიაში წერია, რომ ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციას 2020 წლის მარტში აცნობეს, თუმცა ტრამპს ამ მიმართულებით ნაბიჯები ჯერაც არ გადაუდგამს.