დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს. მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ ეთანხმება მათ, ვინც მას რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებთან ურთიერთობისთვის აკრიტიკებს.

“საგარეო ძალებთან ურთიერთობა ცუდი არ არის. ჩვენ ვცდილობთ, ავუხსნათ ეს მედიას და იმ იდიოტებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში მართავდნენ ჩვენ ქვეყანას. პუტინთან ურთიერთობების დალაგება ცუდი არ არის და თუ ეს შემიძლია, კარგია. მე ის მომწონს. მას მე მოვწონვარ. ეს არც ისე ცუდია. ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინთან ურთიერთობის ნორმალიზება ცუდია. არა, ეს კარგია. ნორმალურია, რომ არ შეხვიდე ომში”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დატოვე კომენტარი