დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა დათმობებზე წავიდა რუსეთი აქამდე, რომ უფრო ახლოს მისულიყავით მშვიდობასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
„ომის შეჩერება. მთელი ქვეყნის აღების შეჩერება, ეს საკმაოდ დიდი დათმობაა“, – განაცხადა ტრამპმა.