რუსეთ-უკრაინის ომის განსახილველად, აშშ-ს რამდენიმე ევროპელი ლიდერი ეწვევა
რუსეთ-უკრაინის ომის განსახილველად ორშაბათს ან სამშაბათს აშშ-ს რამდენიმე ევროპელი ლიდერი ეწვევა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის თქმით, რამდენიმე ძალიან სანტერესო დისკუსია მიმდინარეობს უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„ევროპის რამდენიმე ლიდერი ეწვევა ჩვენს ქვეყანას ორშაბათს ან სამშაბათს და ვფიქრობ, რომ ამას მოვაგვარებთ. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, როდესაც უმიზეზოდ 7000-მდე ჯარისკაცს კარგავ“, – თქვა ტრამპმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის ლიდერები ეწვევიან აშშ-ს.
ჟურნალისტმა ტრამპს ასევე შეახსენა მისი ნათქვამი, თუ რამდენად კარგი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ პუტინთან, მაგრამ ის სინამდვილეში არაფერს აძლევს მას, რაც სურს და ამცირებს თუ არა ეს ნდობას პუტინის მიმართ. ამაზე ტრამპმა უპასუხა,რომ არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ისეთი მკაცრი, როგორიც თვითონ იყო და არგუმენტად Nord Stream 2 მოიყვანა.
„იცით, საინტერესოა. ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან ეს ჩვენი ჯარისკაცები არ არიან. მაგრამ ისინი კარგავენ. ადრე გეუბნებოდით 5 000-ს, ახლა კარგავენ 7 000-ს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში. 7 000 ჯარისკაცს ყოველ კვირაში. ეს ისეთი საშინელი ადამიანური დანაკარგია. არა, იქ რაც ხდება, ამით არ ვარ აღტაცებული, გეტყვით. ვფიქრობ, ეს მოგვარდება. მე შვიდი ომი დავასრულე. ვიტყოდი, რომ ეს, შესაძლოა, ყველაზე მარტივი მოსაგვარებელი ყოფილიყო, მაგრამ ომთან არასდროს იცი, რა გელოდება. მაგრამ ჩვენ მოვაგვარებთ, მჯერა, რომ მოვაგვარებთ. მაგრამ მათით კმაყოფილი არ ვარ. ამ ომთან დაკავშირებით არაფრით ვარ კმაყოფილი. ეს უბრალოდ დიდი ადამიანურობის ისეთი ფუჭი დანაკარგია“, – განაცხადა ტრამპმა.