დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რეიგანის აეროპორტთან ავიაკატასტროფისას გადარჩენილები არ არიან, „სიენენის“ ცნობით, ამ დროისთვის 28 ცხედარია ნაპოვნი

00:07, 31.01.2025

ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, გადარჩენილები არ არიან. ეს იყო ბნელი ღამე ჩვენი ერის ისტორიაში, საშინელი მასშტაბის ტრაგედია“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ავიაკატასტროფის ადგილას 28 ცხედარია ნაპოვნი.

ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაადასტურა, რომ რეისზე იმყოფებოდნენ მათი გუნდის წევრები – სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც კანზასის შტატიდან ბრუნდებოდნენ.

მსგავსი