დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ორი კვირით გადადებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ორი კვირით გადადებს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება დემოკრატების თხოვნის საფუძველზე მიიღო და ამ პერიოდის განმავლობაში ის კონგრესის წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
„დემოკრატების თხოვნით, მე გადავდე არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის პროცესი ორი კვირით, რათა ვნახო, შეძლებენ თუ არა დემოკრატები და რესპუბლიკელები სამხრეთის საზღვარზე მიგრაციული პრობლემების გადასაწყვეტად ერთად მუშაობას. თუ არა, დეპორტაცია დაიწყება!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 17 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა “ტვიტერში” გამოაცხადა, რომ მომავალი კვირიდან ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებდა.
At the request of Democrats, I have delayed the Illegal Immigration Removal Process (Deportation) for two weeks to see if the Democrats and Republicans can get together and work out a solution to the Asylum and Loophole problems at the Southern Border. If not, Deportations start!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) 22 June 2019