დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სატარიფო პოლიტიკის წყალობით, ნავთობისა და სურსათის ფასები მცირდება, აღარ არის ინფლაციური რისკები, ქვეყანაში შედის მრავალმილიარდიანი შემოსავლები
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სატარიფო პოლიტიკის წყალობით, ნავთობისა და სურსათის ფასები მცირდება, აშშ-ში აღარ არის ინფლაციური რისკები და ქვეყანაში ყოველკვირეულად შედის მრავალმილიარდიანი შემოსავლები.
„ნავთობის ფასები შემცირდა, საპროცენტო განაკვეთები დაეცა, საკვები პროდუქტების ფასები შემცირდა, ინფლაცია არ არის, ხოლო აშშ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ექსპლუატაციას განიცდიდა, ახლა ყოველკვირეულად იღებს მილიარდობით დოლარს ექსპლუატატორი ქვეყნებისგან უკვე შემოღებული ტარიფების წყალობით და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა ექსპლუატატორმა – ჩინეთმა, რომლის ბაზრებიც იშლება, მხოლოდ ახლახან გაზრდა თავისი ტარიფები 34%-ით, ისედაც აბსურდულად მაღალი გრძელვადიანი ტარიფების ზემოთ, უგულებელყო რა ჩემი გაფრთხილება ექსპლუატატორი ქვეყნების მიმართ, არ უპასუხონ ტარიფების შემოღებას“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დაამატა, რომ აშშ-ის წინა ხელმძღვანელები დამნაშავენი არიან იმაში, რომ ნება დართეს სხვა ქვეყნებს, „ესარგებლათ ძველი კეთილი ამერიკით“.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული სავაჭრო ტარიფების ფონზე მსოფლიო ბაზრები განიცდიან ერთ-ერთ უდიდეს ვარდნას თანამედროვე ისტორიაში, რომელსაც ბევრი ინვესტორი 1929 წლის დიდი დეპრესიის დასაწყისს და 1987 წლის „შავ ორშაბათს“ ადარებს.