დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია  უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასრულებას ცდილობს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასრულებას ცდილობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ლოცვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

ტრამპის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი საშინელებაა და მისი ადმინისტრაცია ცდილობს ამ კონფლიქტის დასრულებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს სთხოვა, იფიქრონ ორივე ქვეყანაში მყოფ ოჯახებზე, რომლებიც ამ ომში ახლობლებს კარგავენ. დონალდ ტრამპის განცხადებით, ომი არ დაიწყებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპს არ უხსენებია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი, რომელიც, „სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს.