დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არაფერი აქვს საერთო ბაიდენის იმპიჩმენტთან დაკავშირებით რესპუბლიკელების მცდელობებთან
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არაფერი აქვს საერთო ბაიდენის იმპიჩმენტთან დაკავშირებით რესპუბლიკელების მცდელობებთან, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ტრამპმა ასევე უარყო, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ კევინ მაკარტისთან იმპიჩმენტის შესახებ ისაუბრა.
„არა, არა, მე მას ასე არ ველაპარაკები. მაკარტი ჩემზე დაფუძნებულ გამოძიებას არ წამოიწყებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას დაპატიმრების არ ეშინია.
„ამაზე არც კი ვფიქრობ. ვფიქრობ, მე ცოტა სხვანაირი ვარ, რადგან როცა ხალხი მეკითხება, როგორ აკეთებთ ამას? მე არც კი ვფიქრობ ამაზე. მე მშვიდად მძინავს, რადგან მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან ერთად, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას მოსწონს დემოკრატია, თუმცა არა ის, თუ როგორ მუშაობს ამჟამად აშშ. მისივე თქმით, აშშ-ის დემოკრატია უსამართლოა, რადგან მას ადანაშაულებს.