დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი

დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„გუშინ მქონდა შეხვედრა ვაქცინებთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან კარგი, საოცარი დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, უახლოეს ხანში პოზიტიური სიურპრიზი გელით. ასევე ძალიან კარგი, საოცარი ტემპით მიმდინარეობს მედიკამენტებზე მუშაობა. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული ორი მილიონი ვაქცინა და ამ პროცესს დავიწყებთ, თუ ეს ვაქცინა უსაფრთხოების შემოწმებას გაივლის. ყველაზე კარგი ის არის, რომ არის შვიდი-რვა კომპანია, რომელიც მუშაობს ვაქცინაზე და ასევე – წამლებზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა ტრამპმა.