დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ადგილი სამ დღეში გახდება ცნობილი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ადგილი სამ დღეში გახდება ცნობილი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ადგილი სამი დღის ვადაში გახდება ცნობილი.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სამიტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვართან არ შედგება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ დემილიტარიზებული ზონა კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის იდეალური ადგილი იყო.

აპრილში კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჯე ინს საზღვართან მდებარე მშვიდობის სახლში შეხვდა.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის სახლში შეხვედრა სიმბოლური დატვირთვის იქნებოდა და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამიტის გამართვას იგივე ღირებულება ვერ ექნებოდა.

შეხვედრის შესაძლო ადგილებად კიდევ რამდენიმე ქვეყნის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მათ შორისაა სინგაპურიც.