აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს სამ-ოთხ კვირაში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.
„ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა მომდევნო სამი-ოთხი კვირის განმავლობაში შედგება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მარტში დათანხმდა.