დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს მარალაგოს რეზიდენციაში დაგეგმილი რეიდის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს მარალაგოს რეზიდენციაში დაგეგმილი რეიდის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა

აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენმა მარალაგოს რეზიდენციაში დაგეგმილი რეიდის შესახებ იცოდა, ისევე როგორც მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს გარიგებების საქმის კურსში იყო.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავისივე სოციალურ ქსელ „თრუსში“ დაწერა.

„საშინელება მოხდა გუშინ მარალაგოში. ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყნებზე უკეთესი არ ვართ, ბანანის რესპუბლიკაა. ეს არის კოორდინირებული თავდასხმა რადიკალი მემარცხენე დემოკრატებისა და ადგილობრივი საოლქო და გენერალური პროკურორების მონაწილეობით“, – აღნიშნავს ექსპრეზიდენტი.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.