ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გამოცემული შეწყალებები ტრამპმა ძალადაკარგულად გამოაცხადა - „შეწყალებები, რომელიც მძინარა ბაიდენმა მისცა პოლიტიკურ ავაზაკებს, ცხადდება ბათილად“
ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გამოცემული შეწყალებები ტრამპმა ძალადაკარგულად გამოაცხადა - „შეწყალებები, რომელიც მძინარა ბაიდენმა მისცა პოლიტიკურ ავაზაკებს, ცხადდება ბათილად“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გამოცემული შეწყალებები ძალადაკარგულია, რადგან მათზე არათუ პრეზიდენტის უშუალო ხელმოწერა არ არის დატანილი, ჯო ბაიდენს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ დოკუმენტებზე.

ტრამპი ირწმუნება, რომ დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ავტომატური ფაქსიმილეთია დამოწმებული.

მისი თქმით, ამის გამო აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება დაიწყება.

„შეწყალებები“, რომელიც მძინარა ჯო ბაიდენმა მისცა „არარჩეულ“ კომიტეტს, პოლიტიკურ ავაზაკებსა და სხვა მრავალს, ცხადდება ბათილად, ძალადაკარგუალდ, იმ ფაქტის გამო, რომ ის ავტოკალამით შესრულდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯო ბაიდენს არ მოუწერია მათთვის ხელი. უფრო მეტიც, მანდ საერთოდ არაფერი იცოდა მათ შესახებ. შეწყალებისთვის აუცილებელი პირობები არ აუხსნეს და ბაიდენს არ დაუმტკიცებია. მან არაფერი იცოდა. ხალხმა, რომელმაც ეს გააკეთა, შესაძლოა, დანაშაული ჩაიდინა, მათ, ვინც ამ კომიტეტშია, ვინც გაანადგურა და წაშალა ყველა მტკიცებულება კუდიანებზე ორწლიანი ნადირობის განმავლობაში,  რომელიც ჩემი და სხვა მრავალი უდანაშაულო ხალხის მიმართ განხორციელდა, სრულად უნდა ესმოდეთ, რომ ისინი უმაღლეს დონეზე გამოძიების ობიექტები არიან. ფაქტია, რომ ისინი არაინ პასუხისგმებელი დოკუმენტებზე, რომელთაც მათი სახელით მოეწერა ხელი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, თაღლითი ჯო ბაიდენის თანხმობითა და ცოდნის გარეშე“,- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.