დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი ნაციონალური ტელევიზიის ეთერში დებატებზე მიიწვია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი ნაციონალური ტელევიზიის ეთერში დებატებზე მიიწვია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი ნაციონალური ტელევიზიის ეთერში დებატებზე მიიწვია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. საქმე დონალდ ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას ეხება.

ტრამპის თქმით, ის მზად არის, ჯო ბაიდენთან დებატებისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

„უკვე რვა დღეა, ჩვენ ყველა ამ სასამართლო შენობაში ვსხედვართ. ეს არის ბაიდენის ბრალდება. ეს ხდება არჩევნებში გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში მიექანება. ჩვენ კი აქ ვსხედვართ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებში გამარჯვებას შეძლებენ. თუმცა მე ეჭვი მეპარება, რადგან გამოკითხვების შედეგები ჩვენთვის ძალიან კარგია. მე ბაიდენი დებატებზე მოვიწვიე. მას შეუძლია, გააკეთოს ეს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს, თუნდაც ამაღამ. მე მზად ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.

ჯო ბაიდენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მოხარულია, დებატები გამართოს დონალდ ტრამპთან.

„მე არ ვიცი, როდის, თუმცა მოხარული ვარ, მასთან დებატები გავმართო“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა ჰოვარდ სტერნთან რადიოინტერვიუში.