დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი იარაღის, ნავთობისა და ღმერთის წინააღმდეგია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი კონკურენტი ჯო ბაიდენი იარაღის, ნავთობისა და ღმერთის წინააღმდეგია. ეს განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა პენსილვანიაში, საარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.
„თუ კანდიდატი იყრის კენჭს ტეხასში და ამბობს: ჩვენ ნავთობის წინააღმდეგ ვართ, ვფიქრობ, ეს დასასრულია. ახლა კი ამას მიუმატეთ იარაღი და რელიგია. ამას აკეთებენ დემოკრატები. ისინი ჩვენს ეკლესიებს კეტავენ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე რვა დღეა დარჩენილი. კენჭისყრა 3 ნოემბერს გაიმართება.