დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯგუფურ ჩატში ჟურნალისტის დამატებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, მაიკ უოლცმა აიღო

02:18, 27.03.2025

შესაძლოა, კომპანია signal-ი არც ისე კარგი იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიყენებთ Signal-ს, და ყველა იყენებს Signal-ს, მაგრამ შეიძლება, მას ქონდეს ხარვეზი და ჩვენ უნდა გავარკვიოთ ეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ჯგუფურ ჩატში საიდუმლო ინფორმაცია, ტრამპი ამბობს, რომ ამაში დარწმუნებული არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევ განაცხადა, რომ ჯგუფურ ჩატში ჟურნალისტის დამატებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა მაიკ უოლცმა აიღო.

„მგონი, პასუხისმგებლობა მაიკ უოლცმა აიღო. მითხრეს, რომ ეს მაიკი იყო“,- განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ჯგუფურ ჩატში ჟურნალისტის დამატებასთან კავშირი არ აქვს თავდაცვის მდივანს.

„ჰეგსეტი კარგად მუშაობს. მას ამასთან არაფერი აქვს საერთო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი