დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი ნოემბერში, აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი ნოემბერში, აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება.
„ვფიქრობ, ომი არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება, რადგან მათ წინააღმდეგობის გაწევა უკვე აღარ შეუძლიათ. ისინი სასოწარკვეთილები არიან და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ არჩევნებზე, რათა ხელისუფლებაში სასურველი, სუსტი ჯგუფი მოვიდეს, რომელიც მათ თავს დაანებებს და ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას მისცემს. მათ მხოლოდ ბირთვული იარაღი სურთ და თუ ისინი ბირთვულ იარაღს მოიპოვებენ, მთელი მსოფლიო სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის შუალედური საყოველთაო არჩევნები 2026 წლის 3 ნოემბერს გაიმართება. შუალედური არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდში.