დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს

ილონ მასკი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას Time-ის ახლადგამოქვეყნებული გარეკანის შესახებ, სადაც ბიზნესმენი და მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ილონ მასკი პრეზიდენტის მაგიდასთან ზის.

„ჟურნალი „თაიმი“ ჯერ კიდევ არსებობს? არც კი ვიცოდი“, – აღნიშნა ტრამპმა, რომელიც Time-მა 2024 წლის პიროვნებად დაასახელა.

ამერიკის პრეზიდენტნის თქმით, ილონ მასკი თაღლითობის, კორუფციისა და რესურსების ფლანგვის მრავალ შემთხვევას პოულობს.

„თქვენ ამას ხედავთ USAID-ის შემთხვევაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ნახავთ სხვა სააგენტოებსა და მთავრობის სხვა სფეროებში. მას ჰყავს ფანტასტიკური გუნდი. მას დიდი ხანია, სურდა ამის გაკეთება“ – განაცხადა ტრამპმა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, USAID-ის შემთხვევაში მთელი საქმე თაღლითობაა, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.