დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მასშტაბური მოპოვება დაიწყება

09:23, 14.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მასშტაბური მოპოვება დაიწყება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, ექსპერტების შეფასებით, გრენლანდიაში ნავთობის ადვილად ხელმისაწვდომი მარაგები მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ მარაგებს აღემატება. ტრამპის განცხადებით, გრენლანდიას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აშშ-ისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის, როგორც თავდაცვის, ისე შეტევითი შესაძლებლობების თვალსაზრისით.

„გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მასშტაბური მოპოვებისთვის ემზადებიან. ჩვენი ახალი და ულამაზესი გრენლანდია! ექსპერტების თქმით, იქ ნავთობის ადვილად ხელმისაწვდომი მარაგები გაცილებით აღემატება მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ მარაგებს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აშშ-ისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც თავდაცვის, ისე შეტევითი შესაძლებლობების მხრივ, გრენლანდიას ბადალი არ ჰყავს. აშშ-ზე მომავალში ნებისმიერი თავდასხმა გრენლანდიის გავლით უნდა განხორციელდეს. იქ ჩვენი თავდაცვითი სისტემები რეგულარულად გაანადგურებენ დრონებს, რაკეტებსა თუ ნებისმიერ სხვა ტიპის იარაღს, რომელთა შექმნაც კი ჯერ არავის წარმოუდგენია“, – წერს ტრამპი.

მისი თქმით, გრენლანდიის მდებარეობა აშშ-ს საშუალებას აძლევს, სხვა ნებისმიერ ადგილთან შედარებით უკეთ აკონტროლოს ვითარება, დროულად მიიღოს ინფორმაცია და სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს.

„გრენლანდიის მდებარეობა გვაძლევს დროს, სივრცესა და სამიზნის ხედვის შესაძლებლობას ისე, როგორც მსოფლიოს ვერცერთი სხვა ადგილი!“ – წერს ტრამპი.

მსგავსი