დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში რუსეთის პრეზიდენტის შუამავლის როლისთვის - პუტინი მზად არის ამისთვის, ამასთან დაკავშირებით დიდხნიანი საუბარი გვქონდა
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში რუსეთის პრეზიდენტის შუამავლის როლისთვის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინი „მზად არის ამისთვის“.
„ის მზად არის ამისთვის, ამასთან დაკავშირებით მან დამირეკა. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე არ გამორიცხა აშშ-ის შესაძლო ჩარევა ისრაელ-ირანის კონფლიქტში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში და რა ფორმატში შეიძლება მოხდეს ეს. „აშშ ამჟამად არ არის ჩართული, თუმცა შესაძლებელია, ჩაერთოს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.