დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გერმანიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის განახევრება უნდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გერმანიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის განახევრება სურს. აშშ-ის პრეზიდენტი მიზეზად გერმანიის მხრიდან ნატო-ში არასაკმარისი ფინანსების ჩადებას ასახელებს.
„გერმანია ფულს არ იხდის, ისინი წლებია, ფულს არ იხდიან. მათ ნატო-ში მილიარდი დოლარის ვალის აქვთ და უნდა გადაიხადონ. ამერიკელ გადამხდელებს აღარ სურთ ზედმეტის გადახდა სხვა ქვეყნების დაცვისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
ნატო-ს კანონმდებლობით, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი ნატო-ზე დახარჯონ, გერმანიას ამ მაჩვენებლისთვის ჯერ არ მიუღწევია.