დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გარკვეული ქვეყნებისთვის საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავებას განუსაზღვრელი ვადით შეაჩერებს
MINT HILL, NORTH CAROLINA - SEPTEMBER 25: Republican presidential nominee, former U.S. President Donald Trump pauses before speaking during a campaign rally at the Mosack Group warehouse on September 25, 2024 in Mint Hill, North Carolina. Trump continues to campaign in battleground swing states ahead of the November 5 presidential election. (Photo by Brandon Bell/Getty Images)
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეული ქვეყნებისთვის საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავებას განუსაზღვრელი ვადით შეაჩერებს.
ტრამპის თქმით, ადამიანები, რომლებიც აშშ-ის მოსახლეობის მიმართ მეგობრულად განწყობილი არ არიან, აშშ-ში არ უნდა იყვნენ.
„ჩვენ არ გვინდა ეს ადამიანები. იცით, რატომ არ გვინდა ისინი? ბევრი მათგანი არ იყო კარგი და ისინი ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყვნენ, ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც არ არიან ჩვენ მიმართ მეგობრულად განწყობილი. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სომალი და სხვა, რომლებსაც, პრაქტიკულად, არ ჰყავთ მთავრობა, სამხედროები და ისინი უბრალოდ ერთმანეთს ხოცავენ. შემდეგ ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და გვეუბნებიან, როგორ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ისინი. ვფიქრობ, 19 ქვეყანაა ან ალბათ მეტი. ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც კარგ საქმეს არ აკეთებენ და, გულწრფელად რომ ვთქვათ, არ გვჭირდება მათი ხალხი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან და გვეუბნებიან, რა უნდა ვქნათ.
ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანია, ვინც აქ არ უნდა ყოფილიყო. ისინი ბაიდენის დახმარებით შემოვიდნენ. ის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, მაგრამ ყველაზე ცუდი რამ, რაც მან გააკეთა, ის იყო, რომ მილიონობით ყველაზე უარეს ადამიანს უშვებდა ჩვენს ქვეყანაში. შეხედეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიეცათ, ჩვენ ამისთვის დიდ ფასს ვიხდით. მათ შორის, ეროვნული გვარდიის ორი შესანიშნავი თანამშრომლის ბოლოდროინდელი მკვლელისთვის, ამ ცხოველისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ უნდა მიეცათ“, – განაცხადა ტრამპმა.