დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ განიხილავს სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ გაუქმებული გარკვეული პროგრამების აღდგენას
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ განიხილავს სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ გაუქმებული გარკვეული პროგრამების აღდგენას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ გაუქმებული გარკვეული პროგრამების აღდგენას.

„არის რამდენიმე რამ, რასაც ამჟამად ვფიქრობ, რომ აღვადგინო“, – განაცხადა ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტმა „ასობით მილიარდი დოლარი“ დაზოგა.

დონალდ ტრამპის თქმით, სააგენტოებში, რომლებზეც სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის შემცირებებმა გავლენა მოახდინა, ბევრ რესურს ფლანგავდნენ და თალღითობდნენ.

„შეხედეთ ზოგიერთ საქმეს, რაც მოხდა. მილიარდობით დოლარი გადაეცათ ადამიანებს უმიზეზოდ“, – განაცხადა ტრამპმა.