დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე სტივენ მილერის კანდიდატურას განიხილავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე სტივენ მილერის კანდიდატურას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე სტივენ მილერი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ტრამპის თქმით, ამ თანამდებობაზე მაიკ უოლცის შემცვლელს ექვსი თვის განმავლობაში დაასახელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო, რომ უოლცის მიმართ ნდობა დაკარგა და მისი გაერო-ში ახალი თანამდებობა დაწინაურებად შეაფასა.

„მე არ დამიკარგავს მისადმი ნდობა. ფაქტობრივად, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მაღალი პოზიციაა. ვფიქრობ, ეს დაწინაურებაა. ის კარგად მუშაობდა და კარგ საქმეს გააკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უოლცს გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.