დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეკლესიებისა და  მეჩეთების გახსნა სურს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეკლესიებისა და მეჩეთების გახსნა სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეკლესიების გახსნა სურს. ამის შესახებ მან მედიას თეთრი სახლიდან გამზგავრებისას განუცხადა.

აღნიშნული განცხადებით დონალდ ტრამპმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა ის ნიღბის გაკეთებას „ფორდის“ ქარხანაში ვიზიტისას. დონალდ ტრამპის თქმით, მას სურს, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

„ძალიან ბევრი ადამიანი მისვამს ამ შეკითხვას. მსურს, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მე ნორმალიზება მსურს. ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც მინდა, არის ეკლესიების გახსნა. ეკლესიებს ბევრი დემოკრატი გუბერნატორი პატივისცემით არ ეპყრობა. მსურს, ეკლესიების გახსნა და ძალიან მალე ჩვენ ამაზე ძლიერ პოზიციას დავიკავებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი მეჩეთებთან დაკავშირებით, რადგან მუსლიმები მალე წმინდა თვის რამადანის დასრულებას იზეიმებენ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მეჩეთების გახსნასაც გულისხმობს.

დატოვე კომენტარი