დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეჭვი ეპარება, აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ომს დაიწყებს - „არა მგონია, მაგრამ ისინი ძალიან ცუდად გვექცევიან“
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეჭვი ეპარება, აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ომს დაიწყებს - „არა მგონია, მაგრამ ისინი ძალიან ცუდად გვექცევიან“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ომს დაიწყებს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ომს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „მეეჭვება. არა მგონია, მაგრამ ისინი ძალიან ცუდად გვექცევიან“.

ამასთან, ტრამპმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში რაიმე სახის სახმელეთო დარტყმის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

„არ ვაპირებ ამის თქმას. არ გეტყვით, რას ვაპირებ ვენესუელასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ტრამპმა.