დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე შეძლებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე შეძლებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრით, ის ძალიან მალე შეძლებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ის ბევრს მუშაობს მშვიდობის მისაღწევად და სჯერა, რომ როგორც პუტინს, ასევე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურთ ბრძოლის შეწყვეტა.

„ჩვენ წინ მივიწევთ. ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას რუსეთსა და უკრაინას შორის და ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – თქვა ტრამპმა.

ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა პრეზიდენტ პუტინს მთელი უკრაინა, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.

„არა მგონია, მას შეწყვეტა სურს. ეს იყო ჩემი კითხვა მისადმი. რადგან, თუ ის გააგრძელებს, ეს დიდი პრობლემა იქნებოდა ჩვენთვის. და ეს გამოიწვევდა ჩემთვის დიდ პრობლემას, იმიტომ, რომ, უბრალოდ, არ შეიძლება ამის დაშვება. მგონია, მას სურს ამის დასრულება, და მათ სურთ ამის სწრაფად დასრულება. ორივეს, ზელენსკისაც სურს ამის დასრულება“, – თქვა ტრამპმა.