დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის სამიტი მის კერძო კურორტზე აღარ ჩატარდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის სამიტი მის კერძო კურორტზე აღარ ჩატარდება

დიდი შვიდეულის სამიტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კერძო კურორტზე აღარ ჩატარდება. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ამის მიზეზი მედიისა და „დემოკრატიული პარტიის“ „მტრული კრიტიკა“ გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ შეხვედრა მის კერძო კურორტზე ჩატარდებოდა, ეს მას ფინანსურ სარგებელს არ მოუტანდა, არამედ პირიქით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დაზოგვასაც კი შეძლებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს სამიტისთვის ახალი ლოკაციის შერჩევა.

2020 წელს დიდი შვიდეულის სამიტს აშშ მასპინძლობს.