დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დღეს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დღეს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე გაკეთებულ ჩანაწერში განაცხდა. მისი თქმით, მას მნიშვნელოვანი სიახლე აქვს. ტრამპის ბრიფინგი თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

ამერიკული მედია ავრცელებს ცნობას, რომ სავარაუდოდ ტრამპი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადებს. ასეთ ინფორმაციას „ნიუსვიქი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ოპერაცია ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით, პენტაგონმა სანდო ცნობების მიღების შედეგ, სირიის პროვინცია იდლიბში ჩაატარა. როგორც „ნიუსვიქი“ წერს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უკვე აცნობა თეთრ სახლს, რომ რეიდის შედეგად დიდი ალბათობით ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერია ლიკვიდირებული.

შეგახსენებთ, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში რამდენიმე მედიასაშუალებაში გამოჩნდა, თუმცა არც ერთი მათგანი ამ დრომდე არ დადასტურებულა.