დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამაღამ ვაშინგტონში პოლიციასა და სამხედროებთან ერთად პატრულირებას გეგმავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამაღამ ვაშინგტონში პოლიციასა და სამხედროებთან ერთად პატრულირებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამაღამ ვაშინგტონში პოლიციასა და სამხედროებთან ერთად პატრულირებას გეგმავს.

„ვფიქრობ, დღეს საღამოს პოლიციასთან და, რა თქმა უნდა, სამხედროებთან ერთად გავალ“, – განაცხადა ტრამპმა Newsmax-სთან ინტერვიუში.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპის გეგმების შესახებ დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება 11 აგვისტოს გასცა.