დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაბადებით მოქალაქეობის მინიჭება ქვეყანას მილიარდობით დოლარი უჯდება
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ში დაბადებულთათვის მოქალაქეობის მინიჭების პოლიტიკა ქვეყანას მილიარდობით დოლარი უჯდება და აშშ-ის მოქალაქეების მიმართ უსამართლოა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„დაბადებით მოქალაქეობის მინიჭება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მილიარდობით დოლარი უჯდება და ძალიან უსამართლოა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, დასრულდება ასე თუ ისე. მას არ იცავს მე-14 შესწორება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ამასთან, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დაბადებით მოქალაქეობის მიღების უფლება აშშ-ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.
დონალდ ტრმპმა დაბადებით მოქალაქეობის მიღების უფლებაზე ფლორიდაში წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისასაც ისაუბრა.
„ყოველწლიურად არალეგალი მიგრანტების ასობით ათასი ბავშვი ავტომატურად ხდება მოქალაქე ამ უგუნური პოლიტიკის გამო. ყველა მათგანი მაშინვე იღებს აშშ-ის მოქალაქეობის ყველა უპირატესობისა და სიკეთის უფლებას, რაც ქვეყანას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი უჯდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.