დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება შესაძლოა, არღვევდეს გაერო-ს, თუმცა არა აშშ-სთან დადებულ შეთანხმებას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება შესაძლოა, არღვევდეს გაერო-ს შეთანხმებას, თუმცა არა აშშ-ჩრდილოეთ კორეის შეთანხმებას.
აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს, რომ არ სჯერა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მისთვის იმედის გაცრუება რომ სურდა.
„ჩრდილოეთ კორეას ბევრი რამის მიღება შეუძლია, ამის პოტენციალი ამ ქვეყანას აქვს კიმ ჩენ ინის მმართველობის პერიოდში. ასევე, დასაკარგიც ბევრი რამეა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ჩრდილოეთ კორეამ ბოლო რვა დღის განმავლობაში რაკეტები სამჯერ გამოსცადა.