დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი წელს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი წელს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი წელს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.

მისივე თქმით, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი წლის ბოლოს შედგება.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„დიახ, ის თეთრ სახლში წელს ჩამოვა. აშშ და ჩინეთი არიან მსოფლიოში ორი ყველაზე ძლიერი ქვეყანა და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ჩინეთში აპრილში ჩავა.