დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა, რუსეთმა და ჩინეთმა საკუთარი ბირთვული არსენალის შემცირების შესაძლებლობა უნდა განიხილონ

22:36, 20.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ჩინეთმა საკუთარი ბირთვული შეიარაღების შემცირების შესაძლებლობა უნდა განიხილონ.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ სამ ქვეყანას, როგორც მსოფლიოს წამყვან ბირთვულ სახელმწიფოებს, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„ბირთვული პოტენციალის 92 პროცენტი ჩვენ სამ ქვეყანაზე მოდის. ამ საკითხზეც უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული შეიარაღების შემცირება აუცილებელია.

მსგავსი