დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ვენესუელის სანაპიროსთან მცურავ გემზე იერიშის შედეგად ექვსი „ნარკოტერორისტი“ დაიღუპა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ვენესუელის სანაპიროსთან მცურავ გემზე იერიშის შედეგად ექვსი „ნარკოტერორისტი“ დაიღუპა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ვენესუელის სანაპიროსთან მცურავ გემზე განხორციელებული იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დარტყმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

ტრამპის თქმით, ექვსივე ადამიანი ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი.

„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემით ნარკოტიკები გადაჰქონდათ და ისინი უკანონო ნარკოტერორისტულ ქსელებთან იყვნენ დაკავშირებული. დარტყმის შედეგად გემზე მყოფი ექვსი მამაკაცი, ნარკოტერორისტი დაიღუპა. აშშ-ის ძალები არ დაშავებულან“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში ვენესუელის სანაპიროსთან რამდენიმე გემზე თავდასხმა განახორციელა. აშშ-ში განაცხადეს, რომ მათ ნარკოტიკები გადაჰქონდათ.