დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ტრამპის განცხადებით, ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა გენერლების, ბიუროკრატებისა და დიპლომატების კატასტროფულ რჩევებზე, რომლებმაც მხოლოდ კონფლიქტში შესვლა იციან, კონფლიქტიდან გამოსვლა კი – არა.

დონალდ ტრამპის თქმით, ათწლეულების განმავლობაში ერთი და იგივე ხალხია, როგორიცაა ვიქტორია ნულანდი და სხვები, რომლებიც შეპყრობილი არიან უკრაინის ნატო-სკენ სვლით.

„ერთი წლის წინ უკრაინაში ეს სასტიკი და საშინელი შეჭრა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ნიშნავს, რომ აქ, ამერიკაში ჩვენ გვჭირდება კორუმპირებული გლობალისტი ისტებლიშმენტის მოშორება, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ცუდად იმოქმედეს ყველა მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს შეეხება პრეზიდენტ ბაიდენსაც, რომელზეც მისი ხალხი ამბობს, რომ არ მიუღია რაიმე კარგი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებისა და ომების კონტექსტში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.