დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯონ კენედის მკვლელობისა და 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს

11:00, 03.06.2024

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის, 11 სექტემბრის ტერაქტისა და მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის შესახებ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა:

„ჩემი შურისძიება წარმატებული იქნება. ეს ცუდი ხალხია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ავად არიან. მე რომ არ ვყოფილიყავი, სხვას გაუკეთებდნენ იმავეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.

მსგავსი