დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს რაიმე პრობლემის შექმნა, თუმცა სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას

14:31, 12.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს რაიმე პრობლემის შექმნა, თუმცა სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას.

ტრამპი ამბობს, რომ ორივე მხარეს ჰყავს მეგობრები და რომ გაერთიანება „ყველასთვის დიდი წარმატება“ იქნებოდა. ტრამპის განმარტებით, ეს საბოლოოდ მოხდება და შესანიშნავი იქნება.

„არ მინდა, რაიმე პრობლემა შევქმნა. გეტყვით, რომ ძალიან ვისურვებდი მის გაერთიანებას. ორივე მხარეს მყავს მეგობრები. იქ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს — ირლანდიელები. განა შეიძლება, ისინი ცუდები იყვნენ? ძალიან მინდა, რომ გაერთიანდეს. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნება. დიახ, ეს ყველასთვის დიდი წარმატება და ღირსების საქმე იქნებოდა. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, აუცილებლად მოხდება. ყველაფერი თავის დროზე ხდება. ახლა ამაზე ვსაუბრობთ და საქმის დასაძვრელად სწორედ ის ადამიანი გყავთ, ვინც საჭიროა. მაგრამ, დიახ, ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური რამ იქნებოდა. ცხადია, ამ საკითხში თავისი სიტყვა დიდ ბრიტანეთსაც ექნება სათქმელი, თუმცა ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნება. ბოლოს და ბოლოს, რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი?“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დონალდ ტრამპი დღეს დილით ჩაფრინდა.

მსგავსი