დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს უარის თქმას ევროკავშირის საქონელზე ტარიფების დაწესების გეგმაზე - ევროპის ქვეყნები ამერიკას საშინლად ექცევიან
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს უარის თქმას ევროკავშირის საქონელზე ტარიფების დაწესების გეგმაზე - ევროპის ქვეყნები ამერიკას საშინლად ექცევიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს უარის თქმას ევროკავშირის საქონელზე ტარიფების დაწესების გეგმაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ევროპის ქვეყნები ამერიკას „საშინლად ექცევიან“ და არ ყიდულობენ ამერიკულ საქონელს.

„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? აბსოლუტურად. ისინი არ ყიდულობენ ჩვენს ავტომობილებს, არ ყიდულობენ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ფაქტობრივად, ისინი თითქმის არაფერს ყიდულობენ ჩვენგან“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წინააღმდეგ ზომები „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.